მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტრო მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბებას

სამინისტრო მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პერუელი ავტორის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და ესეისტის მარიო ვარგას ლიოსას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა,

მისივე თქმით, ამ ყველაფრის დასაწყისი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო, სადაც საქართველომ აჩვენა ის სახე, მასშტაბი და ხარისხი, რაც გამოიხატა როგორც მსგავსი მნიშვნელოვანი სტუმრების ვიზიტებში, ისე სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში, რომლის მონაწილეც საქართველო იქნება.

„წლევანდელი გეგმები საკმაოდ ამბიციურია და, რას ვგეგმავთ კულტურის მიმართულებით, საზოგადოებას ამის შესახებ უახლოეს მომავალში მოვახსენებთ. ჩვენი ამოცანაა, ის ხარისხი, რაც თუნდაც, ფრანკურტის წიგნის ბაზრობზე ვაჩვენეთ, უფრო გავზარდოთ და ქვეყნის წინსვლისთვის ყველა შესძლებლობა გამოვიყენოთ“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოში მსოფლიო დონის მწერლის ვიზიტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არამარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან.

მათივე ინფორმაციით, მარიო ვარგას ლიოსა შეხვედრებს გამართავს ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ხუთი წიგნი - „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელები ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი ამირან გაბესკირია).

განათლების სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ორ ნაწარმოებს გაეცნობა ქართულ თარგმანში - „საუბარი კათედრალში“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელი ლანა კალანდია), „ბოლო ჟამის ომი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა