მურატ ჯიოევი - სამხრეთ ოსეთი დაამტკიცებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არაკანონიერი და მცდარია

სამხრეთ ოსეთი დაამტკიცებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არაკანონიერი და მცდარია, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

„ამ სიის შედგენა დემოკრატიული ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევაა და საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტურ ნაბიჯს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება ამ მცდარ დოკუმენტს აპიარებს, რის შედეგადაც მას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

მისივე თქმით, ამ სიაში მოხვედრილ პირებს არანაირი კავშირი არ აქვთ ტატუნაშვილის საქმესთან და ამ პირების აღნიშნულ სიაში ჩასმა მათი უფლებების უხეში დარღვევაა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია “მაგნიტკის სიაზე“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია".

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი