ანატოლი ბიბილოვი - ამერიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხის აზრს არაფრად აგდებს

ამერიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაფრად აგდებს ხალხის აზრს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„ამერიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაფრად აგდებს ხალხის აზრს, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. გადააქოთეს ახლო აღმოსავლეთი, ააფორიაქეს ევროპა და ახლა ლათინური ამერიკის ჯერი დადგა!“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, სადაც არ უნდა გაჩნდეს ამერიკა, იქ ქაოსი, სიკვდილი და ტრაგედია მოაქვს. „სამხრეთ ოსეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც წყეული მსოფლიო დემონის მარწუხების ქვეშ მოექცა, რომელმაც საქართველო შეიარაღებითა და ტექნიკით აღჭურვა სამხრეთ ოსეთის ხალხის გასანადგურებლად, თუმცა რუსეთის წყალობით მათ სისხლიან კლანჭებს დავაღწიეთ თავი“, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პროგრესული კაცობრიობა სუვერენული ვენესუელას შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას დაგმობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს