Signify (Philips) საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება

Signify (Philips) მზადაა, საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმაროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Signify/Philips-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ რონდოლატის შეხვედრისას აღინიშნა, საუბარია ქუჩებისა და ძეგლების ენერგოეფექტურ განათებაზე, რაც პირველ ეტაპზე თბილისში, შემდეგ კი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მწვანე ეკონომიკის კონცეფციაზე, რაც მათ შორის ორგანული წარმოების განვითარებას გულისხმობს. ასევე, განიხილეს „ფილიპსის“ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ორგანული წარმოების ხელშეწყობაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Signify/Philips-ის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა