ღვთაების მონასტრამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ღვთაების მონასტრამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში 13 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოხდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ჯამში 7 531 227 ლარს შეადგენს.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია. ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული. სავალ ნაწილზე ინტენსიურადაა წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები, რაც გზით მოსარგებლეებისთვის გადაადგილებას აფერხებს.

რეაბილიტაციის პროქტის ფარგლებში მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ ხიდს. ასევე, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორციელდება რეაბილიტირებული გზის მონიშვნის სამუშაოები.

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ღვთაების სამონასტრო კომპლექსის მომლოცველები სარგებლობენ. სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის გამართულად ფუნქციონირება ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის დასრულების შემდეგ, ღვთაების მონასტრამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ჯამში 7 531 227 ლარია.

სამუშაოები 2018 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა