ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული და მოსამართლეთა დანიშვა იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე რეფორმა არ განხორციელდება.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დადებითია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სისტემა არ ჩაიკეტოს და პროცესის გაჯანსაღება გარედან მოხდეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბესელია იმასაც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს შესაძლებელი და პარლამენტმა მოსამართლის ათ პოზიციაზე არა 10-კაციანი სია, არამედ 20 ან 30-კაციანი სია მიიღოს და შემდგომში გაფილტროს.

ცნობისთვის, ახალი რედაქციის კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებულია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში, უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3-წლის ვადით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა