აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს რამდენიმე თანამშრომლის უკან გამოწვევას გეგმავს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს რიგ თანამშრომლებს უკან გამოიწვევს, თუმცა საელჩო განაგრძობს ფუნქციონირებას. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

გარდა ამისა, ვენესუელაში მდებარე აშშ-ს საკონსულოების თანამშრომლები ასევე დაბრუნდებიან სამშობლოში. ამავდროულად, ვენესუელაში აშშ-ს ელჩი და მისი თანაშემწეები ქვეყანაში რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აშშ-სთვის რთული იქნება დიპლომატიური წარმომადგენლობის 150 თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა აშშ-სთან და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი მისცა.

აშშ ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცნობს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ აღიარებს მადუროს რეჟიმს და „ვენესუელას ყოფილ პრეზიდენტს აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის უფლებამოსილება არ გააჩნია“.

„ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ისეთი ზომებისგან, რაც ეწინააღმდეგება იმ პრივილეგიებსა და იმუნიტეტს, რომლითაც დიპლომატიური საზოგადოება სარგებლობს. აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს და პასუხს აგებინებს ნებისმიერს, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი დიპლომატიური მისიის და მისი პერსონალის უსაფრთხოებას“, - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს რიგ თანამშრომლებს უკან გაიწვევს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა