არჩილ თალაკვაძე - საქმეები, რომელიც გიგი უგულავამ ჩრდილში გააკეთა, სააშკარაოზე გამოვიდა და თბილისის მერმა საკითხი ისე მოაგვარა, როგორც  თბილისს სჭირდებოდა

მინდა ვუთხრა გიგი უგულავას, რომ დიახ, ის საქმეები, რომელიც მან ჩრდილში გააკეთა, გამოვიდა სააშკარაოზე და თბილისის მერმა მოაგვარა საკითხი ისე, როგორც თბილისს სჭირდებოდა ეს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

თალაკვაძე თბილისის მერს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის კახა კალაძის ბრიფინგს და მინდა მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მინდა გავიხსენო 2 დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც გიგი უგულავამ გააკეთა. მან თქვა, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან კალაძეო. როგორც ჩანს, გიგი უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კახა კალაძის მოსაგვარებელი. კალაძემ შეძლო და ეს რთული საკითხი, სადაც იკვეთებოდა ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა და ბიზნესსა და მერიას შორის ურთიერთობა, წარმატებით მოაგვარა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის და ლიდერობის მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იყო დიდი სკეპტიციზმი ამ საკითხზე წინასწარ, მაგრამ კალაძემ შეძლო, რომ ყველა ინტერესი თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა