„ბუდაპეშტის“ მფლობელი - შემოთავაზებული ვარიანტები რეალობასთან ახლოს არის, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე

მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, მადლობა მერიას, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მერიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები არის ადეკვატური, ამიტომ კომპანია დათანხმდა მერიის წინადადებას.

„მართალი გითხრათ, მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მერიამ წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა. მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონკრეტულ ობიექტებზე შევთანხმდებით. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ ამოვარჩიოთ ჩამონათვალიდან, რომელი ობიექტი უფრო გვაწყობს. რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. ჩანაცვლება ან გამოსყიდვა ჩვენ გვაკმაყოფილებს, უბრალოდ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. მე შევხვდები ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ერთად გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს წავა ჩვენი ინტერესი. ჩვენ შეგვეძლო სასამართლო პროცესებისკენ წასვლა, შევეცდებოდით მშენებლობის ნებართვის აღდგენას, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების გაფორმება ვარჩიეთ. შემოთავაზებული ვარიანტები არის რეალობასთან ახლოს და ადეკვატურია, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე. ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ბიზნესს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთებთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, ვარკეთილში თუ გლდანში. იქ არის საინტერესო ვარიანტები, თუმცა ამ ეტაპზე ადგილმდებარეობას ვერ დავაკონკრეტებ“, - განაცხადა ზაქაიძემ.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. შესაბამის შეთანხმებას დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სასტუმროს მფლობელმა გოგა ზაქაიძემ და მერმა კახა კალაძემ მიაღწიეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა