ედუარდ შევარდნაძის 91 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფოტოგამოფენას მასპინძლობს

დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის 91 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფოტოგამოფენას სახელწოდებით - „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“ მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახვითი ხელოვნების მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა გაიხსნება დღეს, 19:00 საათზე და მას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 26 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით კი ფოტოგამოფენის ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

„მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია დაეთმობა ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ, 1950-2000-იანი წლების ფოტოებს. გამოფენა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტის, პოლიტიკოსის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს, არამედ უახლესი ისტორიაა, უმნიშვნელოვანესი მოვლენებით, რომელსაც საზოგადოება უნდა იცნობდეს. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება ნანული შევარდნაძის მიერ 20 წლის წინ დაგეგმილი გამოფენისთვის განკუთვნილი ფოტოები. ფოტოგამოფენა მაშინ ვერ შედგა. ახლა, ეს ისტორიული ფოტოები პირველად გახდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

ასევე, გამოფენის გახსნაზე ედუარდ შევარდნაძის მემუარების - „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ - მეორე, შევსებული გამოცემის პრეზენტაციაც შედგება, რომლის გამომცემელია „ნეოსტუდია“, - ნათქვამია მუზეუმის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეს წიგნი, უპირველესად, წარსულის შეფასების სურვილმა დაბადა, იმ მოვლენათა და ადამიანთა გახსენების სურვილმა, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნისა და თანამედროვე მსოფლიოს ისტორია. ამავე დროს, იგი იწერებოდა მომავალზე ფიქრით. მისი უპირველესი ადრესატი მომავალი თაობაა, რომელსაც ამ წარსულის ტვირთად ზიდვა, საბედნიეროდ, აღარ მოუწევს“, - წერდა ედუარდ შევარდნაძე.

ფოტოგამოფენის გახსნაზე საზოგადოება გაეცნობა კიდევ ერთ ახალ გამოცემას - „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“, რომელიც ნანა ზურაბიშვილმა შეადგინა.

„20 წუთიანი ფილმის სცენარისთვის ჩაფიქრებული ტექსტი, საბოლოოდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ამსახველ 100 გვერდიან ნაშრომად იქცა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს“, - განმარტავენ მუზეუმის პრესსამსახურში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა