საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების შესახებ ტრენინგი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიისა და “ბიდიოს“ ორგანიზებით, თემაზე „საპენსიო შენატანების ადმინისტრირება - დეტალები და გამოწვევები“ სემინარი გაიმართა.

ღონისძიების მიზანი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიებისთვის საპენსიო რეფორმის საკვანძო დეტალების გაცნობა და დამსაქმებელთათვის დადგენილი რეგულაციების პრაქტიკული გამოყენებისთვის მომზდება იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს, სემინარის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები როგორიც არის: დაგროვებითი საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ზოგადი პრინციპები; საპენსიო შენატანის გადამხდელის იდენტიფიცირება; საპენსიო შენატანის გაანგარიშების ობიექტის განსაზღვრა; საპენსიო შენატანის გაანგარიშების მეთოდები; ცვლილებები შრომით ხელშეკრულებებსა და მომსახურების ხელშეკრულებებში; საპენსიო შენატანების ბუღალტრული აღრიცხვა და დეკლარირება; დაურეგულირებელი და ბუნდოვანი საკითხები და სხვა საკანონმდებლო ცვლილებები.

აღსანიშნავია, რომ სემინარს უძღვებოდნენ, „ბიდიოს“(BDO) საგადასახადო მენეჯერი შალვა კილასონია და ბიდიო ლეგალის იურისტი დიმიტრი ხრიკაძე. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 40-მდე კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა