ჯორჯ სოროსი - აშშ-სა და ჩინეთს შორის ცივი ომი შესაძლოა ცხელ ომში გადაიზარდოს

აშშ-სა და ჩინეთს შორის ცივი ომი შესაძლოა ცხელ ომში გადაიზარდოს, - ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა.

„რეალობა ის არის, რომ ჩვენ, აშშ და ჩინეთი, ცივი ომის მდგომარეობაში ვართ, რომელიც შესაძლოა ცხელ ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ჩინეთთან მიმართებაში ეფექტური პოლიტიკის ერთი ლოზუნგით განსაზღვრა არ შეიძლება. ეს პოლიტიკა უფრო კომპლექსური, დეტალური და პრაქტიკული უნდა იყოს“, - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან მიმართებაში პოლიტიკის გამო, რომელიც, მისი აზრით, არასაკმარისად ხისტია.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი სხვა კურსით მიდის. ჩინეთს უთმობს და გამარჯვებას აცხადებს, ხოლო ამავდროულად აშშ-ს მოკავშირეებს ესხმის თავს. ეს ძირს უთხრის ამერიკის პოლიტიკის მიზნების მიღწევას, რომლის მიზანია ჩინეთის თვითნებობის შეზღუდვა“, - დასძინა სოროსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა