სოფო ვერძეული მოსამართლეებზე - პარლამენტის თავმჯდომარესთან შექმნილი ფორმატი ვერ უზრუნველყოფს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას

პარლამენტის თავმჯდომარესთან შექმნილი ფორმატი ვერ უზრუნველყოფს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას, ეს არ არის ის სამუშაო ჯგუფი, სადაც შეიძლება ხელშესახები ცვლილებები მიიღოს ქვეყანამ და სასამართლომ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო ვერძეულმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ სამუშაო ჯგუფზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამუშაო ფორმატი, რომელიც შექმნილია პარლამენტის თავმჯდომარესთან ვერ უზრუნველყოფს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და ეს არ არის ის სამუშაო ჯგუფი, სადაც შეიძლება ხელშესახები ცვლილებები მიიღოს ქვეყანამ და სასამართლომ. სამუშაო ჯგუფის ნახევარი დაკომპლექტებულია იმ ხალხით, რომელიც ცდილობდა საზოგადოების მოტყუებით და ნაჩქარევად მათთვის სასურველი კანდიდატები დაენიშნა უზენაეს სასამართლოში. ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს მოერგება რა კრიტერიუმებიც უნდა დაწეროს პარლამენტმა, ასეთი ადამიანებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფში რეალურ ცვლილებებზე ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ დღის წესრიგში მთავარ მოთხოვნად ვტოვებთ საბჭოს შემადგენლობის განახლებას და პირველ რიგში, ის წევრები უნდა წავიდნენ, რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანდიდატებს. სასამართლოდან უნდა წავიდნენ კლანის ლიდერები, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას არც ამ სამუშაო ჯგუფს და არც სასამართლოს, რომ რაიმე პროგრესი და განვითარება იყოს სასამართლო სისტემაში. ვიდრე ეს ხალხი საპატიო ადგილებზეა წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში, იქ ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ. ჩვენ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარესა და ხელისუფლებას, რომ თუ მათ აქვთ რეალური ცვლილებების პოლიტიკური ნება, მაშინ სამუშაო ფორმატიც დემოკრატიული და სამართლიანი უნდა იყოს და ყველა პროფესიულ ჯგუფს უნდა წარმოადგენდეს. დღეს ასეთი წარმომადგენლობა არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციებს, კოალიციას, რომელიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აქვს მხოლოდ ერთი ადგილი სამუშაო ჯგუფში, ჩვენ ვთქვით, რომ იქ ერთი წევრით არ შევალთ ", - განაცხადა ვერძეულმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლება მოხდეს.

„ჩვენ ვაყენებთ ორ მოთხოვნას, პირველი ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებას, რაც სამუშაო ჯგუფისგან დამოუკიდებელი მოთხოვნაა. ამ საბჭოს პირობებში არანაირ კრიტერიუმსა და პროცედურას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ამ ხალხმა თავისი ქმედებით დაამტკიცა", - განაცხადა ვერძეულმა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი არის ფუნდამენტურად შესაცვლელი, მათ შორის დისკუსიის საგანია ისიც თუ ვინ არის წარმოდგენილი საპარლამენტო უმრავლესობიდან და ხელისუფლებიდან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა