ადვოკატი - მოვითხოვთ, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და ჯეკ შეფერდის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეისწავლონ

მოვითხოვთ, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და ჯეკ შეფერდის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეისწავლონ. ის გაიქცა იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას თავი აარიდა, თუ ის იყო მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში და არჩევანი გააკეთა სუიციდსა და ყველაფრისგან განმარტოვებას შორის“, - ამის შესახებ საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯეკ შეფერდს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები ემუქრებიან, შესაბამისად, მისი ბრიტანეთში ექსტრადიცია საფრთხის შემცველია.

„ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით, თუ სად მუშაობს გარდაცვლილის მამა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით ის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გახლავთ, რომლის მხრიდანაც შეფერდზე განხორციელდა მუქარები. მან თქვა, შეფერდი ბრიტანეთში დაბრუნდება, დააპატიმრებენ და მას გაუსწორდებიან. სწორედ ამიტომ, ვსაუბრობდით, რომ ჯეკ შეფერდის გადაყვანა და ექსტრადირება იმ ქვეყანში, სადაც გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგა, მისი მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს და შესაძლოა, მის სიცოცხლეს მიადგეს საფრთხე“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება მეორე საქმეს, რომლის მიხედვითაც ბრიტანული გამოძიება შეფერდს დევიდ ბიჩზე თავდასხმას ედავება, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულის დეტალებზე ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.

„რაც შეეხება ამ ინციდენტს, საქმის მასალები ჩვენთვის წარმოდგენილი არ არის, საქმეს დეტალურად არ ვიცნობთ. ეს იყო თავდაცვა თუ სხვა ფაქტი, ამ საკითხს მოგვიანებით შევისწავლი და გავაკეთებ კომენტარს.

პროკურორმა ვრცლად ისაუბრა ჯეკ შეფერდის პიროვნებაზე და ყურადღება გაამახვილა შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებაზე, რასაც არ დავეთანხმეთ. უბედური შემთხვევა, რომელიც მოხდა და რის გამოც, გამამტყუნებელი ვერდიქტი დგას, ქართული კანონმდებლობით დანაშაული არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ მისი საკუთრება იყო ნავი, სწორედ ამის გამო მოხდა მის წინააღმდეგ მსჯავრდება.

პროკურორმა ჯეკ შეფერდის პიროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ ის სუიციდისკენ, ღრმა დეპრესიისკენ მიდრეკილი პირია. მოვითხოვთ, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და ჯეკ შეფერდის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეისწავლონ. ის გაიქცა იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას თავი აარიდა, თუ ის იყო მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში და არჩევანი გააკეთა სუიციდსა და ყველაფრისგან განმარტოვებას შორის“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა