თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავი საიუბილეო საღამოთი აღნიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ცნობილი ექიმის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავი საიუბილეო საღამოთი აღნიშნა.

საიუბილეო საღამოზე სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. საღამოს კი თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი ჯონი ჯანაშია უძღვებოდა. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებიც შესრულდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა, მარიამ გრიგალაშვილს განსაკუთრებული ღვაწლი აქვს უნივერსიტეტის წინაშე. ის ბავშვთა ყბა-სახის ქირურგიის დამაარსებელია საქართველოში. ზურაბ ვადაჭკორიას თქმით, მარიამ გრიგალაშვილი მისი მასწავლებელი და მენტორი იყო. ამდენად, მისთვის მასზე საუბარი ძალიან ძნელია.

"მარიამ გრიგალაშვილმა მედიცინისთვის ყველაფერი გააკეთა. იგი, როგორც ექიმი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ასევე, სტომატოლოგიის ფაკულტეტის ძალიან კარგი დეკანი, 12 წლის განმავლობაში. მარიამ გრიგალაშვილამდე სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზე არც ერთი ქალბატონი არ იმყოფებოდა. იყო ძალიან წარმატებული ექიმი და სტუდენტებისთვის ძალიან კარგი პროფესორი," - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში მარიამ გრიგალაშვილი ბავშვთა ყბა-სახის ქირურგიაში მოღვაწეობდა. იყო პოპულარული ქირურგი ისეთ საკითხებში როგორიცაა: ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალები, სხვადასხვა განვითარების მანკები, ანთებითი დაავადებები და სხვა.

ღონისძიებას მისი კოლეგები და ყოფილი სტუდენტები ესწრებოდნენ.

ამასთან, ღონისძიების ბოლოს, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა, "ჰიგიამ" სპექტაკლი - "სიკვდილი ღრუბლებში," წარმოადგინა.

მარიამ გრიგალაშვილი 1998 წელს გარდაიცვალა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს