ზაქარია ქუცნაშვილი - ვფიქრობ, მოსამართლეებთან დაკავშირებით საინტერესო ვერსიაზე ჯერდება უმრავლესობა, რაც იმედია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდება

ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ შემდეგ საბჭომ ისინი დაასახელოს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მმართველი გუნდის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ქუცნაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდა, რასაც ის შედეგიანად აფასებს.

„ძალიან შედეგიანი შეხვედრა იყო. საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება ისეთი, როგორიც ქართულ საზოგადოებას სურს. შემიძლია რამდენიმე ძირითადი პრინციპი ვთქვა. ერთი - საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი იყო მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე, ამიტომაც, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ შემდეგ საბჭომ ისინი დაასახელოს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებად. მეორე არის ის, რომ სწორედაც იმ კრიტერიუმების და მათ შორის, კეთილსინდისიერების ყველა ასპექტის ჭრილში იქნება განხილული საკითხი საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე. მესამე - პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ პერსონასთან მიმართებაში. ვფიქრობ, საინტერესო ვერსიაზე ჯერდება უმრავლესობა, რაც იმედია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდება“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა