ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში გამგზავრების მსურველებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ისრაელში, ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

"ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ იმ მოთხოვნებს, რასაც ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები ითვალისწინებს, ასევე იმ უფლებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეებს გააჩნიათ, როდესაც მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, იხილეთ ბმული: http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2255&lang=1

აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელების კუთხით ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცვლილებები არ განხორციელებულა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დასადგენად ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისთვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე.

საელჩო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე მათ შესაძლოა უარი უთხრან ქვეყნაში შემოსვლაზე და გაითვალისწინონ ჩამოთვლილი გარემოებები/მიზეზები ისრაელში გამომგზავრებამდე, მათ შორის, ისრაელში ოჯახის წევრების ყოფნა; ცრუ ინფორმაციის წარდგენა მესაზღვრესთან გასაუბრების დროს; მოქალაქის ვიზიტის მიზანი გაურკვეველია ან არსებობს მისი ისრაელში არალეგალურად დარჩენის საფუძვლიანი ეჭვი; მესაზღვრესთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. სრული სია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=994

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა