ვახტანგ შაქარიშვილი - ურბანული ზონდერები ვალდებულნი არიან ბოდიში მოუხადონ თბილისს, იმისათვის რაც დააშავეს და რის დაშავებასაც აპირებდნენ

ურბანული ზონდერები ვალდებულნი არიან ბოდიში მოუხადონ თბილისს, იმისათვის რაც დააშავეს და რის დაშავებასაც აპირებდნენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა, ვაკის პარკში მშენებლობასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა პოსტ ზონდერისტულ ეპოქაში ცხოვრობს.

„წლების განმავლობაში ჩვენ გარშემო არსებობდნენ ზონდერები სხვადასხვა სფეროში, ზონდერები ვინც ხალხს აწამებდა, ტელე ზონდერები, იყვნენ პოლიტ და იდეოლოგიური ზონდერები და იყვნენ ბიზნეს ზონდერები ან ურბანული ზონდერები, როგორიც არის ის ბიზნეს-ჯგუფი და კონკრეტულად, გოგა ზაქაიძე, ვინც ვაკის პარკის მშენებლობის უკან დგას.

ეს ხალხი წლების განმავლობაში ძალადობდა ამ ქალაქზე და მე ვურჩევდი მას, რომ სანამ მერიას სწორი გადაწყვეტილებისათვის მადლობებს გადაუხდის, უმჯობესია თბილისელებს მოუხადოს ბოდიში იმ ყველაფრისთვის, რაც აქვს გაკეთებული და რის გაკეთებასაც აპირებდა,”- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, მან როგორც საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კარგად იცის, მის სამაჟორიტარო ოლქში ამ კონკრეტული კომპანიის მიერ წლების წინ აშენებული კორპუსები, რომლებიც დღემდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და ამ მშენებლობებზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები.

„ამ ფონზე მე მას ვურჩევდი მადა შეიმციროს ისე, რომ თბილისს და თბილისელებს ძვირი არ დაუჯდეს მისი ვაკის პარკიდან გასტუმრება“,- განაცხადა შაქარიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა ბახტრიონის ქუჩაზე არსებული კორტების კერძო მესაკუთრესთან მონაცვლეობის საკითხზეც, რასაც დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.

„მინდა, მცირედი შედარება გავაკეთო თუ რა მიდგომები აქვს ჩვენ ხელისუფლებას ბიზნესთან და რა მიდგომები ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას და გიგი უგულავას. დღეს, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირდაპირ შეიძლება ითქვას, ჩამორთმეულ მიწას ვუნაცვლებთ ყაზახ მესაკუთრეს, ამასთან ერთად ვიბრუნებთ კორტების დიდ ნაწილს და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში სრულად დავასრულებთ ამ პროცესს და დავიბრუნებთ კორტების ტერიტორიას. ეს ჩვენი უბნისთვის და მთლიანად ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება ბიზნესს, მშენებლობასა და განვითარებას.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ვანდალიზმს და ქალაქზე ძალადობას. გენგეგმის ჭრილშიც ჩვენ გვსურს შევქმნათ სამართლიანი თამაშის წესები, სადაც მოხერხდება როგორც ბიზნესის, ისე ქალაქის და მოსახლეობის ინტერესების დაბალანსება“, - დასძინა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა