ეკა ბესელია - ჩვენ ფუნდამენტურ საკითხებში განსხვავებულები დავრჩებით თუ ერთიანნი, ეს განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა გავაგრძელოთ ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ყოფნა

თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი, კონსენსუსი შედგეს, ეს ორი დღე ამდენსაათიანი შეხვედრები აქეთ მიჰყავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სურს, რომ აღნიშნული შედეგი დადგეს.

„ამისთვის მართლა ყველაფერს აკეთებს. მე მინდა, მას ამ პროცესში ვაჩვენო, რომ ჩემი მიზანიც ეს არის - შედეგი დადგეს და არა გუნდის შიგნით ენერგიის ხარჯვა კონფლიქტებისა და სხვადასხვა დაპირისპირების პროცესში. კი, არის შიგნით ჯგუფი, რომელსაც აქვს განსხვავებული ხედვა და ყველამ თავად ილაპარაკოს ამაზე. ახლა მე ტყუილებს ვერ დავიწყებ და ვერ ვიტყვი, რომ ყველა ერთ აზრზეა. ჩვენ ფუნდამენტურ საკითხებში განსხვავებულები დავრჩებით თუ ერთიანნი, ეს განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა ხვალ და ზეგ გავაგრძელოთ ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ყოფნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა