არჩილ თალაკვაძე - ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს აქვს წინსვლა თავის პოზიციებში

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს აქვს წინსვლა თავის პოზიციებში“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევას. მისი თქმით, უახლეს კვლევაში დასახელებულია მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები.

„კვლევაში პირდაპირ არის დასახელებული ის რეფორმები, რომელიც გაატარა მთავრობამ, ის საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც გაატარა პარლამენტმა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დამსახურებული შეფასება. რაც მთავარია, ეს არის ინდექსი, რომლითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები და ბიზნესმენები ინტერესდებიან და ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების უკეთ წარმოჩენას მსოფლიოში“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და ამ შედეგით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი, 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა