მოსამართლე გიორგი მიროტაძე ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს - სამწუხაროა, როცა ყველა მოსამართლეს ტალახს ერთდროულად ესვრით

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე! სამწუხაროა, როცა ყველა მოსამართლეს ტალახს ერთდროულად ესვრით! - კორექტულ ფარგლებში უნდა ვისაუბროთ და საბჭოს წევრები იმიტომ ბრძანდებით, რომ ცოტა ახლოს იყოთ ჩვენთან, - ასე მიმართა მოსამართლე გიორგი მიროტაძემ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს.

მიროტაძე არამოსამართლე წევრების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სასამართლო სისტემის "კლანის" მიერ მართვას შეეხება. მიროტაძის თქმით, მოსამართლეებისთვის ეს განცხადება შეურაცხმოფელია.

"გარდა იმისა, რომ თურმე "კლანის" წევრი ვყოფილვარ და ამავდორიულად ვყოფილვარ უსდინდისოც, ეს გამონათქვამები, რბილად რომ ვთქვათ, არის შეურაცხმყოფელი. ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო მეტად კორექტულები იქნებით. არ მინდა რაღაც ემოციური ფონი შემოვიტანო, მაგრამ როდესაც ასეთი ტერმინოლოგიით საუბრობენ და შეურაცხყოფას გვაყენებებენ, ელემენტარულად უნდა გავაგებინოთ და გაგაგებინოთ თქვენ და სხვებსაც, რომ ჩვენ ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს, თუ ვერ დავიცავთ ჩვენს თავს. მოსამართლეს ძალიან კარგად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა და სწორედ რამდენიმე საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. მე ვარ მოსამართლე, რომელიც ყოველთვის მხარში დაუდგება იმ ადამიანებს, ვუნც აქ არიან. აქ მყოფი მოსამართლეები გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებენ და კანონით ხელმძღვანელობენ. მე ვარ ის მოსამართლე, რომელსაც გადაწყვეტილება კანონზე დაყრდნობის გარეშე არ გამოუტანია. ერთი გადაწყვეტილება მაინც მითხარით, რომელზეც შესაძლებელია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდეს ან რაიმე სახით გავლენით მივიღე გადაწყვეტილება. სამწუხაროა, როცა ამაზე საუბრობთ და ყველა მოსამართლეს ტალახს ერთდროულად ესვრით. არც იმას ვამბობ, რომ ვინმეს უნდა ესროლოთ, რა თქმა უნდა, კორექტულ ფარგლებში უნდა ვისაუბროთ და საბჭოს წევრები იმიტომ ბრძანდებით, რომ ცოტა ახლოს უნდა იყოთ ჩვენთან", - განაცხადა გიორგი მიროტაძემ მოსამართლეთა კონფერენციაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა