ლიბიაში დაღუპულ ქართველ მეზღვაურს ექსპერტიზა ამ დრომდე  უტარდება

ლიბიაში დაღუპულ ქართველ მეზღვაურს დავით რაზმაძეს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი ინფორმაციით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ქართული მხარე გადმოსვენების პროცედურებს დაიწყებს.

"ლიბიაში ქართველ მეზღვაურს ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება. ქართული მხარე ექსპერტიზის დასრულებას ელოდება, იმისათვის რომ ქართველი მეზღვაურის ცხედრის გადმოსვენების პროცედურები დაიწყოს",- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო. იგი რამდენიმე დღის წინ, ლიბიის სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა