დიმიტრი გვრიტიშვილი - როცა ერთი არამოსამართლე წევრი 279 მოსამართლეს ეუბნება, რომ ისინი „კლანს“ წარმოადგენენ,  რეგულაციები დაწესდეს და დამრღვევს სანქციები დაეკისროს

როდესაც ერთი არამოსამართლე წევრი 279 მოსამართლეს ეუბნება, რომ ისინი „კლანს“ წარმოადგენენ, ამის საწინააღმდეგოდ დაწესდეს რეგულაციები და დამრღვევს დაეკისროს სანქციები, - ამის შესახებ მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა გაცნობოთ, რომ პარლამენტის ინიციატივით შექმნილ სამუშო ჯგუფში მე წარვადგინე კანონპროექტი, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ეთიკური ვალდებულებების დადგენას ითვალისწინებს. ისევე როგორც მოსამართლეებს გვახსენებენ, რომ უფლება არ გაქვს თავი დავიცვათ პირდაპირი ლანძღვისგან, თუ საბჭოს ყველა წევრს ერთნაირი უფლებები გვაქვს, მაშინ ვალდებულებებიც გვქონდეს ერთნაირი. როდესაც ერთი არამოსამართლე წევრი 279 მოსამართლეს ეუბნება, რომ ისინი „კლანს“ წარმოადგენენ, ამის საწინააღმდეგოდ დაწესდეს რეგულაციები და დამრღვევს დაეკისროს სანქციები. ვინ ხართ თანახმა? - განაცხადა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილის ამ სიტყვებს დარბაზში მყოფი მოსამართლეები მხრიდან თანხმობის ნიშნად ტაში და შეძახილი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე ნაზი ჯანეზაშვილის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. „ მე დღეს დავრწმუნდი, რომ სასამართლო სისტემაში არის „კლანი",- განაცხადა ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა