მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქალაქ დუშეთში, სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახალხო პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები მის მშობლიურ ჩარგალს ესტუმრნენ. მათ მიხა ხელაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს. გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება.

„მინდა ქვეყანას მრავლად ჰყავდეს ასეთი შვილები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის ბედზე და საკუთარი წვლილი შეაქვთ უკეთესი მომავლის შექმნაში,“ - განაცხადა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პოეტის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე.

ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მიხა ხელაშვილმა ხალხურ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. იგი წითელარმიელებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით იბრძოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა