ზურაბ პოლოლიკაშვილი -  საქართველოს ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიცია აქვს

საქართველოს ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიცია აქვს, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ტურიზმის სფეროს გასავითარებლად და უკვე 15 წელია აქტიურად მონაწილეობს მადრიდის საერთაშორისო გამოფენაში.

„საქართველოს პოზიციონირება ადასტურებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ამ სფეროში, მას შემდეგ რაც განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ტურიზმის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის გახსნას დაემთხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესპანეთში, რა დროსაც მას ექნება შეხვედრები, მათ შორის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს და ასახავს იმ მოტივაციას, რაც საქართველოს გააჩნია, რომ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე შენარჩუნდეს და წარმოდგენილი იყოს, როგორც ლიდერი ქვეყანა“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა FITUR2019 არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ტურიზმის სფეროში, რომელსაც ტრადიციულად ხსნის ესპანეთის მეფე.

„ჩემთვის იყო დიდი პატივი, რომ მომეცა საშუალება გადამეცა ესპანეთის მეფისთვის გაეროს სახელით ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო ტურიზმის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. იგი ძალიან კარგად უძღვება ტურიზმის სფეროს, ყოველ წელს უშუალოდ ხსნის ამ გამოფენას, მისი ღვაწლი არის ძალიან დიდი ტურიზმის სფეროს განვითარებაში და მას აქვს კრეატიული ხედვა თუ როგორ შეიძლება შემდგომი წლების პერსპექტივით ამ სფეროს განვითარება“,-განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას ასევე დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ქართულ პავილიონს დაათვალიერებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა