გარემოსა და სოფლის მეურნების სამინისტრო - ბოლო პერიოდში საწვავის ხარისხი ქვეყანაში, პრაქტიკულად, ყოველწლიურად უმჯობესდება

ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან ერთად საავტომობილო გამონაბოლქვის სიდიდესა და ტოქსიკურობაზე უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს საწვავის ხარისხი. ბოლო პერიოდში საწვავის ხარისხი ქვეყანაში პრაქტიკულად ყოველწლიურად უმჯობესდება,- ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება.

„ეტაპობრივად უმჯობესდება დიზელის ხარისხიც. 2019 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოდან ის ევრო 5-ს მიაღწევს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დამბინძურებლები, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი და ბენზოლი დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნორმის ფარგლებშია.

აღსანიშნავია საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებაც. გასულ წლებთან შედარებით, როდესაც წლის განმავლობაში მხოლოდ 30-მდე ავტოგასამართ სადგურზე ხდებოდა ხარისხის კონტროლი, 2018 წელს საწვავის ხარისხი 143 სადგურზე შემოწმდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა