ანონსი 28 იანვარი

28 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი გახსნიან უორკშოფს, სახელწოდებით - „21-ე საუკუნის მუზეუმის დაპროექტება და მართვა".

მის.: ა. ფურცელაძის ქ. #1

28 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

საკონტაქტო პირი დიანა ჩაჩუა - 577 77 96 39

28 იანვარს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებული განცხადება; სასამართლოს ირგვლივ განვითარებული პროცესები, მოსამართლეების შერჩევის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარესთან შექმნილი ფორმატი. ლევან მურუსიძის განცხადებები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამცველი ორგანიზაცია GMI Rights Management-ის დირექტორის, რევაზ ლაღიძის ოჯახის ინტერესების დამცველის, იურისტ ზურაბ ბეჟაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოიპარეს თუ არა რევაზ ლაღიძის სიმღერა „თბილისო“? სიმღერის საავტორო უფლებაზე ლაღიძის ოჯახის ინტერესების დაცვა. რა შანსები აქვს კომპოზიტორის ოჯახს დავაში?

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხებს.

მის.: დ. უზნაძის ქ. #117 ა (სამოქალაქო მისაღები)

საკონტაქტო პირები: თეო ჭონიშვილი - 577 19 00 87, ლილი გოგოხია - 595 16 16 60

28 იანვარს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

28 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ნინო ჩიქოვანის ხელმძღვანელობით გაიმართება.

28 იანვარს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ წევრი კობა ნარჩემაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

28 იანვარს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

28 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის N61 საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, სკოლის სახურავზე დამონტაჟებულ, საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის, მზის ფოტოელექტრო სისტემას დათვალიერებს.

მის.: დოლიძის ქ. #3 ( 61-ე საჯარო სკოლა)

28 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ( საშვთა ბიუროს მხრიდან ), საპროტესტო აქცია ”გაეროს მიგრანტთა პაქტის” წინააღმდეგ გაიმართება.

საკონტაქტო ტელ.: "ქართული დასი", საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - +995 577 18 99 42; +995 570 70 01 33

28 იანვარს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 იანვარს, 12:30 საათზე, განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე შეფასების ახალ მოდელთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავენ.

მის.: უზნაძის ქ. #52

28 იანვარს, 14:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის და იქ მცხოვრები ქართველების შესახებ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის: აბულაძის ქ.#11

28 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე ოთარ სიჭინავას თავმჯდომარეობით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში სამი მოქალაქის პიროვნული შეუთავსებლობის, ხოლო ერთი მათგანის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, თანამდებობების დაკავებაზე უარის თქმის საქმეზე, სხდომას გამართავს.

მის.: გრ. რობაქიძის გამზ. #7ა

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

28 იანვარს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი წარადგენს საინფორმაციო რესურსების განახლებულ პაკეტს, რომელიც პერსონალური მონაცემების უკეთ დაცვას ითვალისწინებს.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. #14

საკონტაქტო პირები: ქეთევან ბოჯგუა - 577 171733; სოფო ჭიჭინაძე - 599 196907; თეიკო კანდელაკი - 599 103525; თამარ მიქაძე - 32 2943763

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა