იენს სტოლტენბერგი - თავდაცვის ხარჯების გაზრდის მოწოდებებით ტრამპი ნატო-ს ეხმარება გარე საფრთხეებთან ადაპტირება მოახდინოს

თავდაცვის ხარჯების გაზრდის მოწოდებებით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს ეხმარება გარე საფრთხეებთან ადაპტირება მოახდინოს. ამის შესახებ ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ის, რასაც ტრამპი აკეთებს, ალიანსს ეხმარება ადაპტირება მოახდინოს, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც აგრესიული რუსეთი ძალას იყენებს მეზობლების წინააღმდეგ. ამიტომაც ნატომ ადაპტირება უნდა მოახდინოს ამ საფრთხეებთან, მათ შორის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებით და სამხედრო ხარჯების გაზრდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა და უფრო ხშირი წვრთნების ჩატარება „მკაფიო სიგნალია რუსეთისთვის“.

„შემდეგი წლის ბოლოსთვის ნატო-ს ყველა წევრი დამატებით 100 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს თავდაცვაზე. ჩვენ ვხედავთ რეალურ ფულს და შედეგებს და ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებებს შედეგი მოაქვს“, - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა