ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი - მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეიარაღებული ძალებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა ნიკოლას მადუროს ხელისუფლებისგან ჩამოშორება მოხდეს

ვენესუელას ოპოზიცია კულისებს მიღმა მოლაპარაკებებს აწარმოებს შეიარაღებული ძალებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა ნიკოლას მადუროს ხელისუფლებისგან ჩამოშორება იქნეს მიღწეული, - ამის შესახებ ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ გამოცემა The Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობის თანამდებობის პირებთან, მათ შორის სამხედროებთან. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, რომელიც ამგვარ კონტაქტებში ჩართული პირების პირად უსაფრთხოებას ეხება. ჩვენ მათთან შეხვედრებს ვატარებთ, თუმცა არ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის თქმით, ოპოზიცია ემზადება ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩამოტანისთვის, რომელიც ამერიკის შერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს.

„ჰუმანიტარულ დახმარებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენ ვმუშაობთ მისი ვენესუელაში ჩამოტანის ლოგისტიკაზე. მივიჩნევთ, რომ ეს ახალი დილემა გახდება მადუროს რეჟიმისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის. მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, ხალხის მხარეს არიან თუ უგულებელყოფენ მათ“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა