NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა? - გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7% ამბობს, რომ არ იცის.

რაც შეეხება მდგომარეობას ყველაზე ხშირი დანაშაულების შესახებ, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი დანაშაული ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული. კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელი დანაშაულია ყველაზე ხშირი საქართველოში? - გამოკითხულთა 21% ქურდობა-ყაჩაღობა-ძარცვას ასახელებს, 20% - ავტოსაგზაო შემთხვევებს/ავარიებს, 14% - მკვლელობას, 5% - ოჯახში ძალადობას, 4% - არასრულწლოვანთა დანაშაულს, ხოლო 1-1% - ფიზიკურ შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროვებას და უკანონო მიგრაციას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

იხილეთ ვიდეო: NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა