ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძე  უნდა ჩამოყალიბდეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა უნდა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს

ჩემი აზრით, გიორგი მიქაუტაძე უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა - მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა უნდა, თუ ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა,ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანეზაშვილი გამოეხმაურა უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს, რომელსაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც გაივლის.

„ერთი რამ ცხადია, რომ მას უნდა ხანგრძლივად შენარუჩუნოს სკამი თუ მანტია იმისათვის,რომ ჰქონდეს გარანტირებული სამსახური, რაც თვითონ განაცხადა კიდეც. როდესაც საბჭოს მდივანი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის რომ მოხვდეს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, რადგან იგი არის საბჭოს მდივანი და მეტი მოთმინება მართებს, თუნდაც კარიერის დაგეგვმასთან დაკავშირებით", - განაცხახა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, ამ დრომდე ხელოვნურად გაჭიანურდა.

„გასაუბრება ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, თუმცა შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ ჩატარებულა. ეს ბუნებრივია უკავშირდება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას, რადგან ამ პროცესში მონაწილეობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სავარუდოდ გადადიან იმ სასამართლოებში სადაც იგულისხმებიდა რომ გამოთავისუფლდებოდა მათთვის ადგილები. მაგალითად, დიმიტრი გვრიტიშვილი აპირებდა უზენაეს სასამართლოში წასვლას, მაგრამ ახლა როგორც ჩანს ვეღარ მიდის და ალბათ, შეიცვლება სურათი და ბევრი ადამიანი მოხსნის კანდიდატურას", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა