პარლამენტთან გაერო-ს მიგრანტთა პაქტიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან გაერო-ს მიგრანტთა პაქტიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯონდი ბაღათურიას თქმით, მთავრობამ ისე მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი, რომ ხალხს არაფერი ჰკითხა.

„ეს არის 23-პუნქტიანი დოკუმენტი, რასაც საქართველოს მთავრობამ ხალხის სახელით მოაწერა ხელი, ისე რომ ხალხს არაფერი ჰკითხა. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტებს გადმოასახლებს შეუზღუდავი რაოდენობით. მეოთხე მუხლი ამბობს, რომ როგორც კი საზღვარზე ფეხს დადგამენ მიგრანტთა უზრუნველყოფა უნდა მოხდეს კანონიერი პირადობის მოწმობებით", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისი თქმით, თუ დღეს მთავრობა დიალოგზე არ წამოვა, უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა