დავით ჭიჭინაძე ჟურნალისტებს - ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რატომ მოახდევინეს მას ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე

ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რატომ მოახდევინეს მას ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე, - ეს განცხადება დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ფლიდი და უვარგისი უწოდა და აღნიშნა, რომ განვლილი ცხოვრების გამო, მას უკვე მეორედ უწევს ბოდიშების მოხდა და მომავალშიც კიდევ ბევრჯერ მოიხდის ბოდიშს.

ამასთან, დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლა იმით დაიწყო, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება სიბინძურე, რაც მისივე შეფასებით, არის „ქართული ოცნების“ სახე.

დეპუტატი მომხდარს სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ. ეს საეჭვოდ დაემთხვა მიქაუტაძის წარდგენას. უმრავლესობის სხდომაზე გაჟღერდა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები, სანამ არ მოხდება კრიტერიუმებზე შეთანხმება. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ის მარტოა პარლამენტში და ყველა სხვა ადამიანი არის ღილაკზე თითის მიმჭერი. გყავდეს ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე, არის სირცხვილი“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა