ადვოკატი წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის 400 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს

წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის უფლებადამცველებმა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 400 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

როგორც საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, დაკავებული მაღალჩინოსნების მხრიდან არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ საქმეზე დასაკითხ მოწმეებზე ისინი ზემოქმედებას მოახდენენ და ასევე ხელს შეუშლიან საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. პროკურორმა ასევე მათი მხრიდან მიმალვის საფრთხეზეც ისაუბრა, რის გამოც, ივანეიშვილი და ჩოჩუა პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ სასამართლოში ივანეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

დოკუმენტაცია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თავმჯდომარეს სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებები აქვს. ადვოკატის განცხადებით, ციხის პირობებში არსებობს საფრთხე ივანეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს, რადგან ის ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს და იტარებს. კაკაბაძის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ივანეიშვილის დაავადება არის გენეტიკური და ქრონიკული.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა