წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე - თავს დამნაშავედ არ ვცნობ და დადგება დრო, როცა ყველაფერი გაირკვევა

თავს დამნაშავედ არ ვცნობ და დადგება ის დრო, როცა ყველაფერი გაირკვევა, მე დამნაშავე არ ვარ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა.

მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, რასაც ივანეიშვილი უარყოფს.

„ერთი წამი, ერთი პროცენტი არ გამომიყენებია რომ ჩემი თანამდებობით მესარგებლა, ეს ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ტვირთი იყო. მთელი მუნიციპალიტეტი მოწადინებული იყო ეს ქონება გაყიდულიყო, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა შესულიყო. ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს ობიექტი 2-ჯერ იყო გასაყიდად გატანილი, ორივეჯერ იგივე თანხად", - განაცხადა ივანეიშვილმა.

მოსამართლემ მას კითხვით მიმართა, ბიზნესმენი იყო თუ საკრებულოს თავმჯდომარე, რაზეც ივანეიშვილმა უპასუხა, რომ ის მთელი ცხოვრებაა ბიზნესმენია.

„მთელი ცხოვრებაა ბიზნესმენი ვარ, საკრებულოს თავმჯდომარე ერთი წელია ვარ, შეიძლება რაღაც მომენტში ინსტიქტმა გამიწია... არსად მივიმალები, მთელი ცხოვრება იმ ქალაქში გავატარე. ჩემგან მიმალვის, ზემოქმედების მცდელობა გამორიცხულია, თავში არ მომიხდენია არავისზე ზემოქმედება და ვერც ბოლოში მოვახდენ. მზად ვარ საბუთები ჩამომერთვას, გირაო იქნება შესრულებული", - განაცხადა ივანეიშვილმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

ადვოკატი წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის 400 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა