საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებულ საქმეზე მიმართავს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერილით მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების პროცესში გაითვალისწინოს ის საქმე, რომელიც მოსამართლის კეთილსინდისიერებას ეხება.

როგორც საია-ს იურისტმა ეკა ციმაკურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელიც მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის 2016 წელს აჭარაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც გიორგი მიქაუტაძემ ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წერილით მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლითაც ვითხოვთ, რომ განხილულ იქნას ჩვენს წარმოებაში არსებული ერთ-ერთი საქმის მნიშვნელოვანი გარემოება. ეს უკავშირდება გიორგი მიქაუტაძის, როგორც უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატის კეთილსინდისიერების საკითხს. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ თამარ ხაჭაპურიძის საქმეზე , რომელზეც მართლმსაჯულება აშკარად შერჩევითად მიმდინარეობს. ერთი ფაქტიდან გამომდინარე თამარ ხაჭაპურიძის მიმართ დაწყებულია ორი გამოძიება. ერთი არის ფაქტზე, რომელშიც ფიგურირებს გიორგი მიქაუტაძე და რომელიც ეხება არასრულწლოვანი ბავშვის ცემას. თამარ ხაჭაპურიძის მიმართ გამოძიება მძიმე ბრალდებით წარიმართა და ის დასრულდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში ეს საქმე უკვე განხილულია და შედეგი დამდგარია, ხოლო მიქაუტაძის გარშემო დაწყებული გამოძიება აშკარად გაჭიანურდა. ორ წელზე მეტია კონკრეტული შედეგი არ დგება, ბრალი არავის წარდგენია, მაშინ როცა საქმეში არსებობს ვიდეო-ჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს, რომ მიქაუტაძე ბავშვს ხელს უქნევს. ასევე არის ექსპერტიზის დასკვნა,რომელიც ადასტურებს ბავშვისთვის სახის არეში მიყენებულ დაზიანებებს. ეს გარემოებები მიუთითებს მართლმსაჯულების შერჩევითობას სწორედ იმის გამო, რომ საქმეში ფიგურირებს გიორგი მიქაუტაძე, როგორც სასამართლო სისტემის მაღალი თანამდებობის პირი. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ საქმეზე შესაბამისი ყურადღების მიქცევა და მოვითხოვეთ, მათ შორის მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომა. იმიტომ, რომ აშკარა იყო ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიდა მისი თანამდებობა. მიუხედავად ამისა, დღემდე არავითარი რეაგირება ამ კუთხით არ წარმართულა. დღეს საბჭოსთვის ჩვენი მიმართვის საგანი არის ის, რომ საბჭომ განიხილოს ამ საქმის გარემოებები. იუსტიციის საბჭოს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ გიორგი მიქაუტაძის, როგორც მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერების საკითხი შეფასდეს სწორედ ამ საქმის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე",- განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა