ლევან იზორია - 2019-2020 წლებში 7 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაუმჯობესებულ ხელფასს მიიღებს

2019-2020 წლებში 7 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაუმჯობესებულ ხელფასს მიიღებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას მიიღებს.

„სახელფასო უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ. ჩვენ ეს პოლიტიკა 2016 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ინტენსიური ხასიათი 2018 წელს მიიღო. 2019-2020 წლებში გაფართოვდება იმ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც გაუმჯობესებულ ხელფასებს მიიღებს. ჯამში მათი რაოდენობა 7 500-ზე მეტი იქნება. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს, წოდებებიდან გამომდინარე. ამ დანაყოფებთან ერთად, სხვა დანაყოფებიც მიიღებენ ახალ სახელფასო უზრუნველყოფას. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სრულად მოვიცვათ თავდაცვითი ძალები და ყველა სამხედრო მოსამსახურეს გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა ჰქონდეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა