თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემას 2020 წელს დაასრულებს

2019 წელს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემას დაიწყებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2020 წელს ყველა იმ სამხედრო მოსამსახურეს ექნება ბინა გადაცემული, ვის წინაშეც სახელმწიფოს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება გააჩნია.

„ყველა სამხედრო მოსამსახურესთვის, ვის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ვალდებულება გააჩნია, რომ ბინით დააკმაყოფილოს, ამას შევასრულებთ. წელს ვიწყებთ იმით, რომ როგორც გორში, ისე თბილისში სამხედრო მოსამსახურეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ბინებს მიიღებს. 2020 წელს ჩვენ ამ ვალდებულებას დავასრულებთ გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ფინანსური შესაძლებლობები იმისთვის, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვისაც კონტრაქტით ეკუთვნის ბინა, დავუკმაყოფილოთ და გავცეთ ბინები,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა