საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

„მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა,“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დროს ჩამოვა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ისტორიაში პირველად, აღნიშნულ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს.

მისივე ინფორმაციით, ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობას 22 ქვეყანა მიიღებს.

„წელს ნატოსთან თანამშრომლობა იღებს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს. კიდევ უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში, ვინაიდან ერთად ამბიციურ სწავლებებს ვგეგმავთ, რომელიც მარტში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მსგავსი ტიპის სწავლებებს სრულად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი რგოლი. შესაბამისად, როგორც ამ სწავლების დაგეგმარება, ისე აღსრულების პროცესი მთლიანად ქართული თავდაცვითი ძალების პრეროგატივა და პასუხისმგებლობა იქნება, რაც კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ ჩვენ ნატოსთვის სანდო პარტნიორი ვართ. 22-მა ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ სწავლებაში.

ამ აღიარების დასტურია სტრატეგიულ დონეზე დაგეგმილი ვიზიტებიც, რომელიც 2019 წელს შედგება. უკვე დაანონსდა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მარტის თვეში, როდესაც ეს სწავლებები ჩატარდება. ასევე, ველოდებით სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში. ეს დინამიკა მართლაც შეუქცევადი და უპრეცედენტოა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს