ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ სახელმწიფო შესყიდვების საკითხზე ისაუბრა

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრთან ერთად კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელა, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურია და ზოგ შემთხვევებში გარკვეული სირთულის სახეს იღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.

„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს უნდა მიიღოს მონაწილეობა ან უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით, რასაც კომისია მიიღებს, არ აქვს გასაჩივრების საშუალება, რადგან დავების საბჭო ამ კონკრეტულ მომენტში არ მოქმედებს. ეს უნდა გადავიდეს სასამართლოში, სასამართლო არაა უფლებამოსილი, რომ ტენდერი შეაჩეროს. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული აგრძელებს მონაწილეობას. დავა დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდება, ტენდერს ვადა ერთ წელში ეწურება. ჩანაწერი არის შემდეგი - იმ შემთხვევაში თუ მოიგე დავა სასამართლოში, არ გინაზღაურდება ის ზარალი, რომელიც მოგადგა. გინაზღაურდება მხოლოდ ის, რაც ტენდერში მონაწილეობამდე გაიღე", - განაცხადა ზამბახიძემ.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, უნდა არსებობდეს დავების საბჭო, სადაც რაიმე სახის უთანხმოების შემთხვევაში იქნება საშუალება, რომ მესამე შუალედურმა რგოლმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში ყველა დარგობრივ კომიტეტთან შეხვედრას. ასევე ვფიქრობთ, რომ გვექნება კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც“, - განაცხადა ზამბახიძემ.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, 38 ბიზნეს ასოციაციაა სავაჭრო სამრეწველო საბჭოში წარმოდგენილი.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს შეხვედრის მთავარი თემა არის სახელმწიფო შესყიდვების საკითხი. საბჭოს წევრი ორგანიზაცია - ფერმერთა ასოციაცია და მისი თავმჯდომარე გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ორგანიზება და ამ საკითხზე მსჯელობა. ეს განსაკუთრებით აინტერესებთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგიონებშიც ხშირად არის ამ თემატიკასთან დაკავშირებული კითხვები. შემდეგი შეხვედრა შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით დაიგეგმება, რათა ამ საკითხის ირგვლივ რეკომენდაცია შემუშავდეს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრთა შეხვედრას, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც ესწრებოდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას. ისევე როგორც ჩვეულებრივი ტენდერების პირობებში, კონსოლიდირებული ტენდერების პირობებშიც შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმის შექმნას და ტენდერის შეჩერებას მანამ, სანამ არ იქნება ახსნილი და დაკმაყოფილებული ის ინტერესი, რომელიც მეწარმეებს გააჩნიათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა