მიხეილ ბატიაშვილი - საგამოცდო სისტემის შემუშავებისას გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც ამ წლებში არსებობდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად გამოცდების სისტემის ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც 2019-20 წლებში დაინერგება.

მინისტრის თქმით, სისტემა, რომელიც დაინერგება ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და ორიენტირებულია სკოლების გაძლიერებაზე.

“საგამოცდო სისტემის შემუშავებისას გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც ამ წლებში არსებობდა. ყველა ის საკითხი, რომელსაც ექსპერტები აყენებდნენ წლების განმავლობაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია”, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა