ირაკლი ბერაია - 2019 წელს საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება

2019 წელს, საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა ნატო-საქართველოს სწავლება, ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების, მათ შორის გენერალური მდივნის და სამხედრო კომიტეტის ვიზიტები და სხვა ერთობლივი აქტივობები.

„ნატო საქართველოს განიხილავს როგორც მომავალ წევრს-სახელმწიფოს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასთან თანამშრომლობას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ამ თანამშრომლობის შინაარსი და უპრეცედენტო მასშტაბები, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის და თავდაცვის სფეროში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით გატარებული და მიმდინარე რეფორმების პირდაპირი შედეგია. სწორედ ეს რეფორმებია ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც განაპირობებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიღებული დახმარებების ჩვენი თავდაცვის საჭიროებებთან სინქრონიზაციას და საქართველოს ალიანსის ბევრ წევრ-სახელმწიფოზე უფრო თავსებად ქვეყანად ტრანსფორმაციას“, - განაცხადა ბერაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა