ლევან იზორია - სამხედრო განათლება და წვრთნები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

„სამხედრო განათლება და წვრთნები წლის პრიორიტეტული მიმართულებაა,“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლევან იზორიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს საბრძოლო მომზადების ცენტრის შესაძლებლობები გაფართოვდება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ვაზიანის, არამედ კრწანისის, ნორიოსა და ალგეთის საწვრთნელი ინფრასტრუქტურის გამოყენებას.

„ინფრასტრუქტურული მიმართულებით ვგეგმავთ საბრძოლო მომზადების ცენტრის გაფართოებას. იცით, რომ 2018 წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად რეგიონში უპრეცედენტო, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მომზადების ცენტრი შევქმენით. უკვე წელს მისი შესაძლებლობების გაფართოებას ვგეგმავთ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ვაზიანში არსებული შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის გამოყენებას, არამედ, მის მიმდებარე იმ საწვრთნელი ინფრასტრუქტურის გამოყენებას, როგორიც არის კრწანისის, ნორიოს, ალგეთის შესაძლებლობები. გვაქვს ამბიცია, ეს ინფრასტრუქტურა იყოს მზად, როგორც მრავალეროვნული სწავლებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით განვახორციელეთ, არამედ, ასევე ცალკეულმა პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ნატო-ს წევრმა ქვეყნებმაც თავიანთი საბრძოლო მომზადების ასამაღლებლად შესაბამისი სწავლებები ამ უკვე გაფართოებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში გაიარონ.

ასევე ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ სამეთაურო საშტაბო კურსი და შემუშავებული გვაქვს სპეციალური კურსები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სერჟანტთა სამეთაურო - საშტაბო კურსის განვითარებას, რომელიც გასული წლის მიწურულს დავიწყეთ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა