ეკა ბესელია სამართალდამცველებს მიმართავს, უმოკლეს ვადაში დაადგინონ ვინ დგას მის წინააღმდეგ განხორციელებული მორალური ტერორის უკან

„ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვის ხელში იყო ეს მასალა?,“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბესელია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, სოციალური ქსელით ვრცელდება მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დამზადდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გავრცელდა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე 8 პირი იქნა დამნაშავედ ცნობილი.

ბესელია გიორგი გახარიას, შალვა თადუმაძესა და ვახტანგ გომელაურს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური, დაგეგმილი ხასიათი. მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ. ბოლო ინფორმაცია რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოციალური ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.

ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ და დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს. მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რაც მიმაჩნდა სწორად ამ ვითარებაში. მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის. ეს იმიტომ, რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან! ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

ვის ხელში იყო ეს მასალა? ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა და სცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინ გადასცა გამოძიებას და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში. აღარ გავაგრძელებ... ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს, სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან, ბოლო ინფორმაციის ჩათვლით. საჯაროდ გამოავლინეთ! მე მგონი კარგად ესმის ყველას, რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა,” - წერს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.

„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა