ქეთევან ციხელაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ გადაწყვეტილების გამო მოსახლეობას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ექმნება. ელჩმა აღნიშნულთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა და სახელმწიფო მინისტრისაგან ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებსა და ამ კუთხით სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯებზეც მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად მიმოიხილეს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა ამჟამად უკვე ინპლემენტაციის პროცესშია. ისაუბრეს მის მიმდინარეობაზე.

შეხვედრის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს მხარდაჭერისათვის, ღია და კოორდინირებული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა