თამარ ქალდანი - ფარული ჩანაწერების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია - ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟს

ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შესაძლო ხელყოფის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიო პასუხი გასცა პირადი ცხოვრებით შანტაჟით და მანიპულირებით საკითხს. ეს არის მიუღებელი. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინც თუნდაც გაუფრთხილებლად, მით უმეტეს თუ განზრახ ავრცელებს მსგავს ჩანაწერებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, არ გახდნენ ასეთი ტიპის დანაშაულების თანამონაწილენი და მესამე, მე ყველას ვურჩევდი, რომ დაუდასტურებელ, შეუმოწმებელ ვიდეოებთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებისგან, როგორც ფართო საზოგადოების, ასევე კონკრეტული ინდივიდების ინტერესების დაცვის მიზნით, ყველამ თავი შევიკაოთ. ჩვენ დღეს გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ჭიჭინაძესთან და სხვა პირებთანაც. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც მზად ვართ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს. ვიმედოვნებ, რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს“,- განაცხადა ქალდანმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიაზე სოციალურ ქსელში პირადი და ოჯახური საიდუმლოების შესახებ ჩანაწერი ვრცელდება. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო: "ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა