ალეკო ელისაშვილი „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან დღეს, 13:00 საათზე, საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ აქვთ ორი მოთხოვნა, რომელიც კომპანიის მენეჯმენტის ცვლილებას და „ყაზტრანსგაზ-თბილისში” საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ეხება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არის გამორჩეულად უპასუხისმგებლო კომპანია. ეს უპასუხისმგებლობა უკვე ფატალური გახდა და ადამიანების სიცოცხლე ეწირება. კომპანიას ამ ტრაგედიებიდან არანაირი დასკვნა არ გამოაქვთ და არაფერი იღონეს ფონიჭალის შემდეგ, დიღომში რომ არ მომხდარიყო ეს ტრაგედია.

ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდება, ვიდრე არ ვაიძულებთ, რომ გახდნენ პასუხისმგებლიანები. ამიტომ, ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ვისთვისაც სულერთი არ არის საკუთარი ოჯახის და შვილების პასუხისმგებლობა, სამშაბათს 13:00 საათზე შევიკრიბოთ კომპანიის ოფისთან.

ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა: პირველი - ადამიანი, რომელიც არის თან მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და თან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორი, უნდა მოშორდეს. საუბარი მაქვს მამუკა კობახიძეზე. მეორე საკითხი - მესმის, რომ ეს კერძო კომპანიაა, თუმცა ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას ეხება საქმე და საჭიროა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, სადაც შევლენ დარგის სპეციალისტები და ნდობით აღჭურვილი პირები, რომლის წინაშეც ახალი მენეჯმენტი იქნება პასუხისმგებელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა