აშშ ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ვენესუელელ სამხედროებსა და უშიშროების სამსახურებს დაეთანხმონ ხელისუფლების მშვიდობიან, დემოკრატიულ და კონსტიტუციურ გადაცემას. გარკვეულწილად ეს უკვე განხორციელდა. ვაშინგტონში ვენესუელას სამხედრო ატაშე ხოსე ლუის სილვამ ხუან გუაიდო პრეზიდენტად სცნო“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ვენესუელელი ძალოვნები პასუხს აგებენ ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს პერსონალის, ეროვნული ასამბლეის წევრებისა და პრეზიდენტ გუაიდოს უსაფრთხოებაზე“.

„ნებისმიერი ძალადობა აღნიშნულ პირებთან მიმართებაში კანონის უზენაესობის უხეში დარღვევაა და ამას სერიოზული პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა მან.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ ვენესუელას შეიარაღებული ძალების გენერალიტეტის ნაწილი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან ხელისუფლების შეცვლის თაობაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა