ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტი - აშშ-ს განზრახული აქვს ვენესუელაში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განხორციელება

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტმა აშშ ვენესუელაში „მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განხორციელების მცდელობაში“ დაადანაშაულა. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზების ფარგლებში, აშშ-ს განზრახული აქვს ვენესუელაში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განხორციელება და კარაკასში მარიონეტული რეჟიმის დასმა, რათა ლათინურ ამერიკაში საკუთარი პოზიციები განამტკიცოს. ამერიკის ხელისუფლების ქმედებები ცხადყოფენ, რომ ზუსტადაც აშშ დგას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან, რითაც მასშტაბური სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. პარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ „აშშ-ს აგრესიულმა პოლიტიკამ უკვე გამოიწვია სისხლისღვრა ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“.

ე.წ. დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ვენესუელაში შიდაპოლიტიკური კრიზისის საკონსტიტუციო ჩარჩოების ფარგლებში გადაწყვეტას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს