ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ პრეზიდენტს შეხვდნენ

საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს კარლ გერშმანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქართულმა მხარემ ორგანიზაციის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის, ღია მმართველობის პარტნიორობისა და დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ანალიტიკური მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების მიღების პროცესში. ამ კუთხით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს პარლამენტის დახმარების ინტერესი გამოხატა და ინტერესი გამოთქვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტთან ერთად ორგანიზება გაუკეთოს ღონისძიებას წევრი ქვეყნებისთვის“, – აცხადებენ პარლამენტში.

შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა